თურქეთის პრეზიდენის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ.
მისივე თქმით, ამას შესაბამისი შეთანხმება ითვალისწინებს, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგაც რუსეთი რეგიონს დატოვებს.
„მე მჯერა, რომ მოსკოვი შეასრულებს დადებული შეთანხმების პირობებს. ჩემი ძმა ილჰამ ალიევი, ასევე, ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.