საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა" მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სკაანონმდებლო ორგანოში, პრეზენტაცია გამართეს. ოპოზიციონერი დეპუტატების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის განცხადებით 2012 წლიდან 2022 წლამდე 244 996 საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხო ქვეყანაში. ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში 225 865 უცხო ქვეყნის მოქალაქე დამკვიდრდა საქართველოში, აქედან 93 872 რუსეთის მოქალაქეა. დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქე უფრო მეტია ვიდრე უკრაინის. მათი განმარტებით სახელმწიფომ ისეთი ეკონომიკური პირობები უნდა შექმნას რომ საქართველოს მოსახლეობას არ მოუწიოს უცხო ქვეყანებში სამუშაოდ წასვლა.