საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან იენს ბრანდენბურგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.