„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე ყაზახურ „ასტანასთან“ ფრედ ანგარიშით 1:1 ითამაშა.
შეხვედრის სტარტი თბილისელთათვის მძმე გამოდგა, საწყის 15 წუთში „დინამოს“ დაბნეულობა ეტყობოდა და „ასტანამ“ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა. ყაზახებმა გიორგი ლორიას კართან არაერთი მომენტი შექმენს, საბოლოოდ კი მე-11 წუთზე. მცველების შეცდომის შემდეგ აბატ აიმბატოვი ლორიასთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. ამის შემდეგ „ასტანას“ კიდევ შეექმნა რამდენიმე მომენტი, მაგრამ უშედეგოდ. ტაიმის მეორე ნახევარში უპირატესობა თბილისლებმა მოიპოვეს. 33-ე წუთზე მცველებმა შეცდომა დაუშვეს და „დინამოს“ ლეგიონერ კამარას კარგი შანსი შეექმნა, თუმცა გვინეელმა შემტევმა კარგად ვერ დაარტყა. 42-ე წუთზე კამარამ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად და მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა. 45-ე წუთზე უკვე ულად-ომარ იმრანმა გაისროლა შორიდან, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. 48 წუთზე კი კობოურის ძლიერი დარტყმული „ასტანას“ მეკარემ მოიგერია.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო და საბოლოოდ 58-ე წუთზე ნავსი გატეხეს, იმრანის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი კვლავ ძელს მოხვდა, 18 წლის გაბრიელ სიგუამ კი შესანიშნავად ითამაშა დასწრებაზე და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ წინ კვლავ ყაზახები წავიდნენ და ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს თბილისში, დინამო არენაზე 20:00 სააათზე გაიამრთება.