რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, გარდაცვლილის ცხედარი პოდოლსკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის პოდოლსკისა და კიდევ სამ რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, არის ნგრევა.
რუსეთი კიევზე საჰაერო თავდასხმას ზედიზედ მესამე ღამეა ახორციელებს.