პაპარაცებმა შაკირა ამჯერად სილვესტოუნში გადაიღეს, სადაც მომღერალი რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა, ვიდრე იქ ფორმულა 1-ის რბოლა გაიმართებოდა. რბოლაში ლუის ჰემილტონი მონაწილეობდა, რომელსაც შაკირასთან რომანს მიაწერდნენ. კონკრეტულად რბოლის მსვლელობისას, შაკირა საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ პაპარაცებმა ის იმავე ტერიტორიაზე, რამდენიმე საათით ადრე გადაიღეს. ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჭორები ცნობილი მრბოლელის, ლუის ჰამილტონისა და კოლუმბიელი ვარსკვლავის შესაძლო რომანზე.ახალ ფოტოებზე შაკირა ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, ჯინსის შარვალსა და შავი ფერის ზედაში, რომელიც მაღალქუსლიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული.