ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო საქართველოსთვის და ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე, იმისთვის, რომ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელ, ნიკა გვარამიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კრამონის განცხადებით, საქართველოში ბოლო დემონსტრაციებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა ევროპული და მონდომებულია.
მისივე თქმით, ახალი თაობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი.
„როგორც ანამ [ფოტიგა] თქვა, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, იმისთვის რომ პოლარიზაცია დაიძლიოს. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირმა გასცა, შესრულდეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური, ევროპული ტიპის თაობაა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თაობა მოიტანს ცვლილებას.
მე ვაპირებ, რომ გავაგრძელო საქართველოსთვის ბრძოლა და ბრძოლას იმისთვის,რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე, იმისთვის რომ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
ბოლო დემონსტრაციებმა საქართველოში გვანახეს, რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან ევროპული და მონდომებულია. მათ არ უნდათ საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება. ისინი დემოკრატიული საქართველოს მომხრეები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ ხელშია საქართველოს მომავალი. ახალი თაობა გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა კრამონმა.
ევროპარლამენტარმა, ასევე ისაუბრა 2024 წლის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მოსახლეობის ზეწოლა და დაშნების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.
„ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობების ესკალაცია მოხდეს, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშნების მცდელობა იქნება. ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა, რომლის განცხადების თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.