ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანში” აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება.როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.