არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრმა” საქართველოს პროკურატურის ანგარიშ ვალდებულების შესახებ პრეზენტაცია მოამზადა. ანგარიშში წარმოდგენილია უწყებაში არსებული ვითარება და გამოწვევები. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტი პროკურატურის საქმიანობის ზედამხედველობას არ აწარმოებს. აღნიშნულ შეხვედრას საპროკურორო საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. ისინი კრიტიკას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ საბჭო გამართულად მუშაობს.