ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს შეხვდა. დარჩიაშვილი ესტონეთის, ფინეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. გარდა ამისა, ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში, სამუშაო შეხვედრა პირველად გაიმართა. მას საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს, როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს.