ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს.საზეიმო ღვთისმსაზურება დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიო მუჯირმა. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს, მათ თავმოციქულები ეწოდება. დღესვე დასრულდა პეტრე-პავლობის მარხვა.