საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე და აღნიშნა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისათვის. მისივე თქმით, ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი. მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის. მოვისმინოთ შეფასებები.