„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეებს საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არნოლდ კამელმა წარმატებები უსურვეს. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოდელზე ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. კურსს თანამდებობის პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებიან.