გომელაურის უწყების წარმომადგენელი ალექსანდრე დარახველიძეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გოგა რაზმაძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც სამინისტროში არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც დეპარტამენტში მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა, მისი დამოკიდებულება გომელაურის უწყების თანამშრომლებთან შეიცვალა, ასევე სოციალური ქსელების კონტროლი დაიწყო და მათ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდათ.
დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა. გარდა ამისა, მან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსა, ასევე უცხო ქვეყნის ელჩებს მოუწოდა, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ.