ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს სანდო პარტნიორებად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო საუზმე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა.