სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას შესაბამისი კომისიები იწყებენ. რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ძლიერმა წვიმამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და შენობების პირველი სართულები.