მომღერალმა მადონამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
64 წლის მომღერალი 24 ივნისს სერიოზული ბაქტერიული ინფექციით კლინიკაში გადაიყვანეს.
პოპ-ვარსკვლავმა Instagram გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თავს უკეთ გრძნობს. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს პოზიტიური ენერგიისთვის.
„ახლა გამოჯანმრთელების გზაზე ვარ და ძალიან მადლიერი ვარ ასეთი გვერდში დგომისთვის“,- წერს მადონა