ბრიტანელმა მუსიკოსმა, "გრემის" მრავალგზის მფლობელმა შადემ, რომელმაც უნიკალური სტილით, რბილი მელოდიური ვოკალით და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ჰარმონიული შერწყმით გაითქვა სახელი, სადებიუტო ალბომის Diamond Life-ის გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა, მოგვიანებით კი, ყველაზე წარმატებულ შავკანიან მუსიკოსად დასახელდა ბრიტანული მუსიკის ისტორიაში.
2002 წელს შადე ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა.
„მსგავსი საჩუქარი ჩემთვისაც დიდი პატივია და იმ შავკანიანი ქალბატონებისთვისაც, ვინც საკუთარ პროფესიაში ცდილობს სრულყოფილების მიღწევას“, - აღნიშნა მუსიკოსმა, რომელმაც ჯილდო მსოფლიო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.