ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 65 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 71 დარტყმა განახორციელა.
გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტებმა ირანული შაჰედის ტიპის 28 დრონიც გამოიყენეს, აქედან 26 უკრაინულმა თავდაცვამ განადგურა.
ქვეყნის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში, აღნიშნულია რუსული ძალების დიდი დანაკარგების შესახებაც.
უწყების თქმით, უკრაინის თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე თავდასხმებს წარმატებით აგრძელებს.