ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კომუნიკე გამოაქვეყნეს, სადაც ლიდერების მიერ დასახული მთავარი მესიჯები და გადაწყვეტილებებია გაჟღერებული. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია - უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინამ რეფორმების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„ნატოს კომუნიკეში“ ნათლადაა აღნიშნული ისიც, რომ ალიანსი უკრაინას რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე მხარს დაუჭერს.