გერმანია უკრაინისთვის დაახლოებით 770 მილიონ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. მასში შედის როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე, ჭურვები, თვითმფრინავები, ტყვიები და ვაზნები. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, პაკეტი ორ "პატრიოტის" ტიპის გამშვებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და 25 "ლეოპარდსაც" მოიცავს. გამოცემა შპიგელი აღნიშნავს, რომ მთელი ამ პაკეტიდან უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "პატრიოტების" მიწოდება იქნება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას უფრო შორი დისტანციის რაკეტებს გაუგზავნის. შესაბამისი განცხადება ემანუელ მაკრონმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე სიტყვიტ გამოსვლისას გააკეთა.