ლაზარე გრიგორიადისის მამა უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს - ბრალდებულს სასამართლო პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავება. პროცესზე გამოკითხული ექსპერტი, რომელმაც ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტი პირველად შენიშნა ადასტურებს, რომ 7-8 მარტის აქციის მონაწილეს ტანსაცმელზე ე.წ. “მოლოტოვის” კოქტეილის კვალი ჰქონდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში დალაქავდა გრიგორიადისის ტანსაცმელი, ექსპერტი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მოკვლევა არ ჩაუტარებია. ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები აღნიშნულ საქმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირებენ და ამბობენ, რომ გრიგორიდისის დაკავება “ქართული ოცნების” დაკვეთითაა. გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი 24 ივლისს ჩაინიშნა.