რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს რეგისტრაციის გავლა ორჯერ მოუწიათ. თავდაპირველად კვორუმი ვერ შედგა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა ხელმეორედ ჩაატარა რეგისტრაცია. ამის პარალელურად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კოდექს პირდაპირ დისკრიმინაციულს უწოდებენ. თავისმხრივ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კი პარტია გირჩს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. როგორ მიმდინარეობს საკითხის განხილვა პარლამენტში და რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.