წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. მის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და გარდაცვლილი ბიჭის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სკვერში სადაც ტრაგედია დატრიალდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. ვაკის გამგეობის ინფორმაციით კი ფანჩატურში, სადაც შემთხვევა მოხდა, ელექტრომოწყობილობა კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ვინ არის მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი და რა განცხადებები კეთდბეოდა მთელი დღის განმავლობაში.