ახალი ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მისამართით - ოპოზიცია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს და მილიარდებს კრიპტოვალუტის მაინინგით შოულობს. ბრალდებები ივანიშვილის წინააღმდეგ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაახმოვანეს. ამბობენ, რომ კრიპტოვალუტის მაინინგით ბოლო წლებში ქვეყანაში ენერგოდეფიციტი შეიქმნა, გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და დამოკიდებულება რუსეთზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური სარგებლის გამო, ხალხს კომუნალურ გადასახადებზე ტარიფები გაუძვირდა.