თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მარტის აქციების მონაწილეს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გრიგორიადისის ოჯახის წევრები და მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.