მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გამოსცემდა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. როგორც აღმოჩნდა აკრძალვა დროებითია და სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს. აკრძალვის მიზეზად დასახელდა შემთხვევები, როცა ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან, რის გამოც ჰაერის დაბიძურების ხარისხი უარესდება.
შემოსავლების სამსახურმა ასევე მოიყვანა მონაცემები, რომლის თანახმადაც 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 98 მილიონი დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა. კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, კატალიზატორების ექსპორტი საქართველოდან 3 წლით 2026 წლის 1-ელ მაისამდე შეიზღუდება.
შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს.