უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალები დღეს დილით კიევს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა. მათივე ინფრმაციით, რუსულმა მხარემ დრონები სამხრეთიდან, კრასნოდარის ტერიტორიიდან გაუშვეს.
მიმდინარე თვეში რუსულმა ძალებმა კიევზე, მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 235 020-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 540 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები 4 000-ზე მეტ ტანკს, 8 000-მდე ჯავშანტექნიკასა და 315 საბრძოლო თვითმფრინავს მოიცავს.