გამოცემა Sportbusinessmag-ი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცი“ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა.
გამოცემა წერს, რომ „ფრანგული კლუბი ემზადება ქართველი ნახევარმცველის შესასყიდად, რაც სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული მოვლენა გახდება. ეს იქნება თამამი ნაბიჯი, რომელმაც, შესაძლოა, შეარყიოს საფრანგეთის ჩემპიონატი. ფრანგული კლუბი ამჟამად მოლაპარაკებებს „გენტთან“ აწარმოებს და იმედოვნებს, რომ 23 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომლის სატრანსფერო ფასიც 2,4 მილიონს შეადგენს, იჯარის წესით აიყვანს.
ფრანგული მედია წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შთამბეჭდავი შედეგით საერთაშორისო ასპარეზზე თავი უკვე დამკვიდრა.
როგორც sportbusinessmag-ი წერს, თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგება ეს „მეცისთვის“ იქნება დიდი პლუსი, რომელიც ლიგა 1-ის გუნდის ნახევარდაცვას ახალ შესაძლებლობებს შეუმატებს.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს ეროვნულ ნარკებში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა აქს შესრულებული.