თანამედროვე კინოს ჟანრებს შორის სწორედ ტრილერია ერთ-ერთი ურთულესი, რადგან თითქმის 100-წლიანი ისტორიის მიუხედავად, მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა მისი საზღვრების დადგენა და ჟანრობრივი თავისებურებების განსაზღვრა, მით უფრო, რომ კინემატოგრაფიის განვითარებასთან ერთად ტრილერმაც განიცადა ევოლუცია, პრაქტიკულად ყველა მონათესავე ჟანრის დეტალები გააერთიანა და რამდენიმე ქვეჟანრად - ჯაშუშურ და პოლიციურ, კრიმინალურ და დეტექტიურ, ისტორიულ და პოლიტიკურ ტრილერად დაიყო.