ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიუ-იორკში მოქმედი ქართული ანსამბლის, „ფესვების“ კონცერტი, სახელწოდებით „დაბრუნება“ გაიმართა. კონცერტში 120 ემიგრანტი ბავშვი მონაწილეობდა.
ღონისძიება ქართული კულტურის ცენტრ „ფესვების“ ხელმძღვანელის, ვანო გოდერძიშვილის ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.