საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების სისტემას 2023 წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა.