საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასის შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოების მშენებლობაში. პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ბუნდესტაგის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.