ვილნიუსში, ნატოს ორ დღიანი სამიტის ფარგლებში საქართველოდან პრემიერის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იქნება წარმოდგენილი.ამის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნატოს მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. აღნიშნულ საკითხზე დილიდან პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. რა წერია შალვა პაპუასვილის განცხადებაში და რა შეფასებები კეთდება დეპუტატების მხრიდან