ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მისი პოლიტიკურ შეხედულებების დაკავშირება, „ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და ასევე ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტებისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ კითხვები გაჩნდა.