მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციით დაიწყო - ნავთობის ფასები საშუალოდ 1%-ითაა შემცირებული და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება კი 73 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბირჟაზე ნავთობის ფასები საშუალოდ 25%-ითაა შემცირებული.რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 58 დოლარს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია.დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპის მასშტაბით გაზის ღირებულება დამატებით 2%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ ევროპაში 32 ევრო შეადგინა. ერთწლიან პერიოდში გაზი საშუალოდ 80%-ითაა გაიაფებული.