მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში უელსის ნაკრებთან ანგარიშით 21:40 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს – პეტრე ხუციშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – 3:0; მანვე კიდევ ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმით მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა 6-მდე გაზარდა.
პირველი ტაიმის მეორე ნახევარიდან ულესელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევები განახორციელეს. 35-ე წუთზე არბიტრმა თორნიკე კახოიძე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, რიცხვობრივი უპირატესობით კი მეტოქემ კარგად ისარგებლა და ლელო დადო, უელსელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ტაიმი ანგარიშით 7:6 მოიგეს.
უელსელებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრის მეორე ნახევარიც და საწყის 15-წუთიან მონაკვეთში სამი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც ქართველმა მორგაბეებმა ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ახალი ზელანდია 46:35 დაამარცხა. 14 ივლისს მეშვიდე ადგილისათვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.