დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. ბრალდებულთა შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და კომპანია „გრინსერვის +“-ის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ცალკე სასამართლო პროცესი მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსისა და შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ სამ პირთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.