გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე საზაფხულო პროექტის, „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. წელს „ჯარის ბანაკი“ ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.