სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.