ღია კარის დღე წეროვანში. მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. თავდაცვის სამინისტრო, პრემიერის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.