პარტია გირჩის წევრებმა თანამოაზრეებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "თავდაცვის კოდექსის" პროექტის შესახებ პეტიცია შეიტანეს იმ მოთხოვნით, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადოს. როგორც პარტიის წევრები განმარტავენ, თავდაცვის კოდექსის პროექტრში არაერთი პრობლემაა, მათ შორის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და მას პრემიერის თანხმობის გარეშე რეალურად გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. თავდაცვის კოდექსში არსებულ პრობლემებზე ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ვეტოსთან მიმართებით განსხავევებული მოსაზრებები აქვთ. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად იმოქმედებს და ვეტოს არ გამოიყენებს.