პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გაერთიანებულ კომიტეტზე განიხილა. თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა წარადგინა, შემდგომ კი მას დეპუტატების კითხვების მოსმენა მოუწია. კითხვა პასუხის რეჟიმი, ოპოზიიცის პროტესტის მიუხედავად დახურულ ფორმატში, წარიმართა.