ოკუპირებული ახალგორის მაცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს გადაადგილების ახალი წესი. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. რეგულაციის მიხედვით, ვისაც ახალგორში რეგისტრაცია არ აქვს, მათ რუსულ საგუშაგომდე მანძილი ფეხით უნდა გაიარონ.