„შავი ლომი“ პირველი ქართული პროფესიული კლუბი გახდა, რომელიც ევროპის „ჩელენჯ თასზე“ ითამაშებს. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ადმინისტრაციამ ქართული გუნდი წლევანდელ ტურნირზე მიიწვია. გადაწყვეტილებამდე საქართველოს რაგბის კავშირსა და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ადმინისტრაციას შორის ერთწლიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თამაშები 8 დეკემბერს დაიწყება. ქართული გუნდი ისეთ კლუბებს დაუპირისპირდება, როგორებიცაა ფრანგული „კლერმონი“ და „კასტრი“, შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსთერი“ და უელსური „სქარლეთსი“.