ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 57 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 67 შეტევა განახორციელა.
გენშტაბის ცნობითვე რუსულმა ძალებმა კალიბრის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. ამავე ცნობით, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და ავდიივკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა ორიენტირებული.
გენშტაბის განცხადებითვე, დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.