საქართველოში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და ამ არჩევანიდან არასდროს გადაუხვევია.პრეზიდენტმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს მიმართა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის სახელით მათთვის სპეციალური მიღება გაიმართა.