საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებოდნენ, ხმაური იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პარტიის წევრების მიმართულებით ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ. თბილისში დაბრუნებულმა პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რაიონებსა და სოფლებში შეხვედრებს გააგრძლებს. საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.