საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ მეუფე შიო მოწამლეს. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოუყენებიათ. დეკანოზ ანდრიას თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. თემაზე მნედიასთან კომენტარი დღის განმავლობაში სასულიერო პირებმაც გააკეთეს. მეუფეების ნაწილი არც უარყოფს და არც ადასტურებს პატრიარქის თანამოსაყდრის სავარაუდო მოწამლვლის ფაქტს, თუმცა სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს რომ მეუფე შიო 1 თვის წინ შეუძლოდ გახდა და სწორედ ამის შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია მისი დარიშხანით მოწამვლის შესახებ