უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი უკვე დატოვა და საქართველოში გამოემგზავრა. უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით, ელჩი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს. გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, სადაც საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. ზაქარაშვილის თქმით, რუსეთის ინტერვენციის დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და ეს მომავალშიც გაგრძელდება. უკრაინა საქართველოს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ეხმაურებიან.